მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და Budapest Metropolitan University-ს შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს:
- სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებსა და სტაჟირებებს.
- ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას.
- ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და საჯარო ლექციების ორგანიზებას.
- წიგნების, აუდიო-ვიზუალური მასალების, პუბლიკაციების გაცვლას.
- ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.