აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა სემინარი თემაზე: სამედიცინო ეთიკა სოციალური მედიის ეპოქაში.
პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა ორგანიზება გაუწია სემინარს თემაზე „სამედიცინო ეთიკა სოციალური მედიის ეპოქაში“, რომელიც გაიმართა ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკის აუდიტორიაში.
სემინარს წარუძღვა ირაკლი ქართველიშვილი, რომელმაც ისაუბრა თანამედროვე სამედიცინო პროფესიონალების წინაშე არსებულ ეთიკურ გამოწვევებზე ციფრული კომუნიკაციისა და სოციალური მედიის პირობებში. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პაციენტის კონფიდენციალურობის დაცვასა და პროფესიულ პასუხისმგებლობაზე.
მსგავსი ღონისძიებები ასახავს უნივერსიტეტის მიზანს – სტუდენტების მომზადებას არა მხოლოდ პროფესიული ცოდნის, არამედ ეთიკური ფასეულობების გათვალისწინებითაც, რაც წარმატებული კარიერის საფუძველია.