აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლელა ვანიშვილმა, 2025 წლის 7-11 აპრილს მონაწილეობა მიიღო Erasmus+-ის ტრენინგ კვირეულში, რომელიც Budapest Metropolitan University (METU)-ში გაიმართა.
ღონისძიებამ შეკრიბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკების გაცვლისა და უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.
პროგრამის ფარგლებში, ჩვენი წარმომადგენელი აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა სესიებსა და ვორქშოპებში, მობილობის, კულტურათაშორისი კომუნიკაციისა და საერთაშორისო პროექტების მართვის მიმართულებით. ამ ღონისძიებებმა ხელი შეუწყო პროფესიული ზრდის პროცესს და შექმნა ახალი შესაძლებლობები.
ასეთი ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი უნივერსიტეტის მზაობას, მხარი დაუჭიროს სტუდენტებსა და პერსონალს საერთაშორისო გამოცდილების მიღებაში, ხელი შეუწყოს აკადემიური წარმატებების მიღწევას საერთაშორისო თანამშრომლობის გზით და პოპულარიზაციას უწევს Erasmus+ პროგრამის ფასეულობებს.“