აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელი ლელა ვანიშილი, ვიცე პრეზიდენტი, ხათუნა საგანელიძე და მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ნინო შარაშენიძე, ეწვივნენ ჩვენს პარტნიორ Budapest Metropolitan University (METU)-ს!
ვიზიტის ფარგლებში დასწრნენ კონფერენციას, შეხვდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ფაკულტეტის წევრებს, წარიმართა დისკუსიები, მოხდა იდეების მიმოცვლა.
ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს – აკადემიური კავშირების განმტკიცებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობას, რაც ცხადია ჩვენი სტუდენტებისა და პერსონალის განვითარებას ემსახურება!