სტუდენტური მხარდაჭერის და კარიერული განვითარების დეპარტამენტისა და EWUNI-ს სტუდენტური თვითმმართველობის ერთობლივი ძალისხმევით, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში შეიქმნა ჭადრაკის სტუდენტური კლუბი.

კლუბის მიზანია სტუდენტებისთვის ახალი სივრცის შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ:

  • გაეცნონ ჭადრაკის თამაშის წესებსა და სტრატეგიებს
  • განივითარონ ლოგიკური და სტრატეგიული აზროვნება
  • მიიღონ მონაწილეობა შიდა და გარე ტურნირებში
  • ჩაერთონ გუნდურ და ინდივიდუალურ აქტივობებში
  • გაატარონ დრო საინტერესო გარემოში და შეიძინონ ახალი მეგობრები

კლუბის წევრობა შესაძლებელია EWUNI-ს ნებისმიერი სტუდენტისთვის, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას წინასწარი გამოცდილება ჭადრაკში. მსურველები დაუკავშირდით სტუდენტურ ოფისს მეილზე: studentoffice@eastwest.edu.ge