2023 წლის 27-30 ივლისს განხორციელდა აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის დამფუძნებლების, თეიმურაზ ხუროძისა და ჰამლეტ ისახანლის ვიზიტი თურქეთის დედაქალაქ ანკარის უნივერსიტეტებში. ვიზიტის მიზანი გახლდათ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია, სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებით თანამშრომლობისათვის შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვა, ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების დადება. შეხვედრები გაიმართა: უფუქის, გაზის, ბაშქენთისა და ჰაცეტეფე უნივერსიტეტების როგორც რექტორებთან, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. დასახელებული უნივერსიტეტები შერჩეულ იქნა მათ
სტრუქტურაში სამედიცინო ფაკულტეტების არსებობის გათვალისწინებით, ამიტომ ასევე განხორციელდა საუნივერსიტეტო კლინიკების გაცნობა. უნდა აღინოშნოს რომ,
შეხვედრები და მოლაპარაკებები უაღრესად საქმიან და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა, დაისახა სასწავლო, სამეცნიერო, კულტურული ურთიერთობის დაწყებისა და განხორციელების გეგმები. დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები ბაშქენთისა და უფუქის უნივერსიტეტებთან. გაზისა და ჰაცეტეფე უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების დადება ჩვენს უნივერსიტეტში მათი საპასუხო ვიზიტის დროს მოხდება.