მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტსა და American University Kyiv-ს შორის აკადემიური, სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნული მემორანდუმი მოიცავს:

  • სტუდენტების გაცვლით პროგრამებს, ტრენინგებსა და სტაჟირებებს.
  • ერთობლივი კვლევითი პროექტების შემუშავებას.
  • ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და საჯარო ლექციების ორგანიზებას.
  • წიგნების, აუდიო-ვიზუალური მასალების, პუბლიკაციების გაცვლას.
  • ერთობლივი კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.