აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში, სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტისა და EWUNI-ს სტუდენტური თვითმმართველობის თანამშრომლობით, შეიქმნა ახალი სპორტული კლუბი. კლუბი იქცა სივრცედ, სადაც სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა განვითარდნენ სპორტის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის — ფრენბურთში.

კლუბის მიზანია ხელი შეუწყოს:

  • ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას;
  • სტუდენტებს შორის გუნდური უნარების განვითარებას;
  • სხვადასხვა სპორტულ ტურნირებში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას;

კლუბი საშუალებას აძლევს როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოთამაშეებს განივითარონ თავიანთი უნარები, მიიღონ სიამოვნება ვარჯიშის პროცესით და იბრძოლონ გამარჯვებისთვის მეგობრულ გარემოში.

📩  გაწევრიანების მსურველები დაუკავშირდით სტუდენტური მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების დეპარტამენტს ელფოსტით: studentoffice@eastwest.edu.ge