აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამაზე სწავლა დასაშვებია ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლით და მობილობის წესით ჩარიცხვის გზით.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების პირველი განსაკუთრებული პირობა ეხება ინგლისური ენის ცოდნის დონეს.პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვისას ინგლისური ენის კომპეტენციის მინიმალური ზღვარი შეადგენს ინგლისური ენის გამოცდის მაქსიმალური ქულის 80%-ს.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების მეორე განსაკუთრებული პირობა ეხება საბაზო დისციპლინებში (ბიოლოგია, ქიმია) ცოდნის დონეს.
პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხვისას აბიტურიენტებმა უნდა ჩააბარონ ბიოლოგიის და ქიმიის გამოცდა და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითოეული საგნისათვის შეადგენს ამ გამოცდის მაქსიმალური ქულის 50%-ს.
მოთხოვნილი დოკუმენტები:
- პასპორტი ან პირადობის მოწმობის ასლი;
- წვევამდელის მოწმობა ვაჟებისათვის (ასლი და დედანი);
- საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი (3×4)-ბეჭდური 3 ცალი
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში მედიცინის პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტი განათლება;
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების პირველი განსაკუთრებული პირობა ეხება ინგლისური ენის ცოდნის დონეს. ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისათვის ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ინგლისურის ენობრივი კომპეტენციის სულ მცირე B1 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდა, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
საგანმანათლებლო პროგრამაზე დაშვების მეორე განსაკუთრებული პირობა ეხება საბაზო დისციპლინებში (ბიოლოგია, ქიმია) ცოდნის დონეს.
ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული პირები პროგრამაზე სწავლის უფლების მოპოვებისათვის ვალდებულნი არიან წარმოადგინონ ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებში კომპეტენციის დონის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგალითად, იმ ქვეყნის ერთიანი გამოცდების შედეგები, საიდანაც არიან აბიტურიენტები) ან უნდა ჩააბარონ ამ საგნებში კომპეტენციის განმსაზღვრელი გამოცდა, რომლის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
აპლიკაციის შევსებისას, აპლიკანტმა განაცხადს თან უნდა დაურთოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
- პასპორტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი
- მოქალაქეობის არმქონე პირის შემთხვევაში, ბინადრობის მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი პასპორტის ნაცვლად.
- სხვა ქვეყანაში მიღებული სრული საშუალო განათლების ან მისი შესაბამისი საფეხურის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
- ფოტოსურათი (3×4)-ბეჭდური 3 ცალი