ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია

სასწავლო პროცესში ჩასართავად სტუდენტმა სემესტრულად უნდა გაიაროს ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია.

უნივერსიტეტში სტუდენტების ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია ხორციელდება უნივერსიტეტის პრეზიდენტის ბრძანებით დადგენილ ვადებში.

  • ადმინისტრაციული რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ სწავლების სემესტრული საფასურის დადგენილ ვადებში სრულად გადახდას, გარდა ამ წესით დადგენილი სხვა შემთხვევისა.
  • აკადემიური რეგისტრაცია გულისხმობს სტუდენტის მიერ მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით შეთავაზებულ სასწავლო კურსებზე არჩევანის გაკეთებას. აღნიშნული სერვისით სარგებლობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა მხოლოდ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში. სასწავლო პროცესის დაწყებიდან ორი კვირის ვადაში შესაძლებელია სასწავლო კურსებზე განაცხადის გაუქმება და მის ნაცვლად სხვა სასწავლო კურსზე დარეგისტრირება.

სტუდენტს სასწავლო გეგმა შეეთავაზება საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად, ხოლო თუ სტუდენტი საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულია მობილობის გზით ან მისი ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე (აკადემიური ჩამორჩენა და ა.შ.), უნივერსიტეტის შესაბამისი სკოლა უზრუნველყოფს მისთვის ხელსაყრელი ინდივიდუალური გეგმა-გრაფიკის შეთავაზებას, საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სასწავლო კურსების წინაპირობების გათვალისწინებით.