გრანტი „EWUNI-ის თანადგომა“
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი მხარს უჭერს განათლებაზე თანაბარ წვდომას და ზრუნავს სტუდენტების სოციალურ მხარდაჭერაზე. გრანტი „EWUNI-ის თანადგომა“ მიზნად ისახავს იმ სტუდენტების წახალისებასა და ხელშეწყობას, რომლებიც სხვადასხვა სოციალური ან ეკონომიკური გამოწვევის წინაშე იმყოფებიან. პროგრამა უზრუნველყოფს სწავლის საფასურის ნაწილობრივ დაფინანსებას და ხელმისაწვდომი განათლების გზით მხარს უჭერს მათ აკადემიურ პროგრესს.
გრანტით სარგებლობისთვის სტუდენტმა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებიდან ერთს ან მეტს:
- თუ ერთი ოჯახიდან ერთდროულად სწავლობს ოჯახის ორი ან მეტი წევრი, ოჯახის ერთი წევრის სწავლის საფასური მცირდება 30%-ით. თუ სწავლის საფასური განსხვავებულია, შეღავათის გაანგარიშების ბაზად აიღება ორივე სწავლის საფასურის არითმეტიკული საშუალო.
შენიშვნა: ოჯახის წევრი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და დასტურდება იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით. - თუ სტუდენტი არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან და არ მოხდა მისი სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მისი სწავლის საფასური მცირდება 40%-ით.
შენიშვნა: სტატუსი უნდა დადასტურდეს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტით. - თუ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილი და არ მოხდა მისი სახელმწიფოს მიერ დაფინანსება, მისი სწავლის საფასური მცირდება 40%-ით.
შენიშვნა: აღნიშნული კატეგორიის პირმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სათანადო მოწმობა. - თუ სტუდენტს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი/შვილები ან/და არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახიდან, მისი სწავლის საფასური მცირდება 20%-ით.
- სხვა შემთხვევები, რომლის არსებობის შემთხვევაში უნივერსიტეტი უფლებამოსილია გრანტით – „EWUNI-ის თანადგომა“ უზრუნველყოს ასეთი კატეგორიის სტუდენტების მხარდაჭერა.
დამატებითი და დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ გაეცნოთ სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს.