2025 წლის 18-21 მარტს, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის წარმომადგენლების, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი – ლელა ვანიშვილის, ვიცე-პრეზიდენტი – ხათუნა საგანელიძისა და უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი – ჯირი დოსტალის, ვიზიტი შედგა უზბეკეთში, ტაშკენტში. დელეგატები ეწვივნენ ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტს, American University of Technology-ს, რომელიც ფუნქციონირებს Arizona State University-ის (ASU) მხარდაჭერით—ერთ-ერთი წამყვანი საზოგადოებრივი კვლევითი უნივერსიტეტი აშშ-ში, რომელიც ცნობილია ინოვაციური მიდგომებითა და საერთაშორისო თანამშრომლობით.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის რექტორთან, ფაკულტეტების დეკანებთან, ასევე სტუდენტებთან, სადაც განხილულ იქნა კოოპერაციის შესაძლებლობები, გაცვლითი პროგრამები და ურთიერთთანამშრომლობის დეტალები. ასევე, აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა საინტერესო პრეზენტაცია.
Arizona State University-ის მხარდაჭერით, American University of Technology-ს აქვს წვდომა ინოვაციურ აკადემიურ მეთოდოლოგიებზე, თანამედროვე კვლევით ინიციატივებზე და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან შესაბამის პროგრამებზე, რაც სტუდენტებს უმაღლესი ხარისხის განათლებას სთავაზობს.

მადლობას ვუხდით მასპინძელ უნივერსიტეტს საინტერესო შეხვედრების ორგანიზებისა და მეგობრული ატმოსფეროს შექმნისთვის.