2025 წლის 20 მარტს, აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი შედგა მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმში.

ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა დაათვალიერეს უამრავი,  უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე ექსპონატი, მიიღეს მათ შესახებ ინფორმაციას, გაეცნენ უამრავ საინტერესო ფაქტს მედიცინის ისტორიის მიმართულებით, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მედიცინის განვითარებას.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდით მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმსა და მის სტაფს, სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნისა და ვიზიტის ინფორმაციულად წარმართვისთვის.