აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი ოფიციალურად გახდა AMSE – ევროპის სამედიცინო სკოლების ასოციაციის (The Association of Medical Schools in Europe) წევრი!
AMSE წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ევროპული სამედიცინო ინსტიტუციები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ განათლების, კვლევისა და მენეჯმენტის მიმართულებით. ასოციაცია მიზნად ისახავს სამედიცინო სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე აქტიურ ურთიერთობას პროფესიულ, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებიც საქმიანობენ განათლების, სამედიცინო კვლევისა და ჯანდაცვის სფეროებში.
AMSE-ის წევრობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი უნივერსიტეტის მიზანს — უზრუნველყოს თანამედროვე, ევროპულ სტანდარტებზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება, ეფექტიანად წარმართოს ურთიერთობები კლინიკებთან და შექმნას პროგრესული გარემო სამედიცინო მეცნიერებების განვითარებისთვის.
ასოციაცია აქტიურად იწვევს ფაკულტეტების დეკანებსა და ხელმძღვანელებს პროფესიულ კონფერენციებზე, სადაც განიხილება სამედიცინო სკოლების მართვის, რეგულაციების, პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევებისა და განათლების სტრატეგიული განვითარების საკითხები.
🔗 EWUNI უკვე შეყვანილია AMSE-ს ოფიციალურ წევრთა სიაში:
https://amse-med.eu/members-and-membership/members/