EwUni2025-03-04T12:26:20+04:0004-03-2023|
არის მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში, სადაც იგი აქტიურადაა ჩართული აკადემიურ ოპერაციულ პროცესებში. მას აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული ხარისხი მათემატიკაში და მრავალფეროვანი გამოცდილება ლოჯისტიკის, მონაცემთა ანალიზისა ვებდეველოპმენტის მიმართულებით.
ნატო იყენებს ისეთ ტექნოლოგიებს, როგორიცაა Python, JavaScript, Tableau და SQL. იგი ფლობს JavaScript-ის საერთაშორისო სერტიფიკატს და წარმატებით აქვს დასრულებული Google-ის მონაცემთა ანალიტიკის სპეციალიზაცია.
მის მიერ განხორციელებულ პროექტებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია აკრედიტაციის შესაბამისობის კალკულატორი, რომელსაც იყენებენ EQE-ს თანამშრომლები და ექსპერტები, ასევე ვებ-აპლიკაცია, რომელიც ასახავს საქართველოს სავაჭრო მონაცემებს. ნატო ფლობს ქართულს, ინგლისურ და გერმანულ ენებს.
(სიმულაციური ცენტრისა და სასწავლო ლაბორატორიის ხელმძღვანელი)
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინებული დიპლომირებული მედიკოსი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ფიზიკური მედიცინის, რეაბილიტაციისა და კურორტოლოგიის მიმართულების რეზიდენტი, ამჟამად უძღვება აღმოსავლეთ დასავლეთ უნივერსიტეტის სიმულაციურ დეპარტამენტს. მუშაობდა სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიაში VALD Performance სისტემების ადმინისტრატორის ასისტენტისა და BTL ფიზიოთერაპიული დანადგარების ადმინისტრატორის პოზიციაზე და მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული სპორტული ნაკრებების წევრი ათლეტების ფიზიკურ მდგომარეობის რეგულარულ შემოწმება-მკურნალობაში. აქვს სამედიცინო ესკორტად მუშაობის გამოცდილება მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ეგიდით, სადაც ორგანიზაციის ბენეფიციარებს უწევდა სამედიცინო მეთვალყურეობას საერთაშორისო ფრენების დროს. არის BTL-ის ფიზიოთერაპიული ხაზის სერტიფიცირებული ტრენერთა ტრენერი. სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში მუშაობდა მოწვეულ ლექტორად ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინისა და რეაბილიტაციის ფაკულტეტების სტუდენტებთან. არის დაავადებათა მართვის ეროვნული პროტოკოლის “სპორტსმენთა და მოვარჯიშეთა ჯანმრთელობის შემოწმება” თანაავტორი და აქტიურადი მონაწილეობა აქვს მიღებული ზემოხსენებული პროტოკოლის საიმპლემენტაციო პროგრამაში, ქ. თბილისის მერიასა და ააიპ სპორტული მედიცინისა და მეცნიერების აკადემიასთან თანამშრომლობით. აქვს გადაუდებელი დახმარებისა და შინაგანი მედიცინისა დეპარტამენტში უმცროს ექიმად მუშაობის ხუთწლიანი კლინიკური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც მიღებული აქვს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს მადლობის სიგელი საქართველოში COVID-19 პანდემიასთან ბრძოლის და დაავადების მართვასთან დაკავშირებულ სამედიცინო აქტივობებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის. რეგულარულად ესწრება მრავალ სამეცნიერო, სამედიცინო და სპორტული თემატიკის კონფერენციას, რომელთა ფარგლებშიც მუშაობს საერთაშორისო ექსპერტებთან და პროფესიონალებთან ერთად. იყო BTL-ის მოწვეული სპიკერი ქ. ბათუმში 2023 წელს გამართულ სამედიცინო კონფერენციაზე “ინოვაციური მიდგომები მედიცინაში”, თემატიკით “ფიზიოთერაპიული დანადგარების მაღალტექნოლოგიური ხაზი”.
(საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის მენეჯერი)
თათა ფუხაშვილი არის მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების სპეციალისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო ურთიერთობებში, ადამიანური რესურსების მართვაში და სოციალური მედიის მენეჯმენტში.
ის სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებასა და მენეჯმენტს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში. აქვს გამოცდილება პროექტების მართვაში, ღონისძიებების ორგანიზებაში, ბრენდინგსა და კომუნიკაციაში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს კორპორატიულ და აკადემიურ სფეროებში.
(სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი)
ლიზი სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის მედიცინისა და ჯანდაცვის
ფაკულტეტზე. ლიზის აქვს სამუშაო გამოცდილება ფინანსურ დეპარტამენტში,
ასისტენტის პოზიციაზე.
აღმოასვლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში ლიზი იკავებს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომლის პროფესიული კომპეტენცია მოიცავს: სტუდენტთა წარმატებისა და უწყვეტი გაუმჯობესების კულტურის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ, სამართლებრივ და ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას.
(მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის აკადემიური მენეჯერი)
მარი მანჯგალაძე არის სამედიცინო განათლების ადმინისტრირების სპეციალისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება აკადემიურ და სამედიცინო განათლების მენეჯმენტისა და ჯანდაცვის სფეროში.
ფლობს დეპლომირებული მედიკოსის ხარისხს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტიდან.
(მედიცინის სკოლის სასწავლო პროცესის მართვის კოორდინატორი)
გვანცა სიბოშვილი არის სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა სპეციალისტი, რომელსაც აქვს გამოცდილება განათლებისა და პროექტების მართვის სფეროში. იგი მუშაობდა ინგლისურის პედაგოგად და აქტიურად იყო ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში AIESEC Georgia-სთან.
ფლობს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ამჟამად აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაზე ახალი და თანამედროვე ისტორიის მიმართულებით. გვანცას აქვს ძლიერი ინტერპერსონალური და კომუნიკაციის უნარები, ასევე გამოცდილება გუნდურ მუშაობასა და პროექტების მართვაში.
(სტუდენტთა მიღების სამსახურის ხელმძღვანელი)
2018 წელს მაგდა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიმართულება – სამართალი.
2020 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოს კენტის სამართლის კოლეჯში (Chicago-Kent College of Law), ხოლო 2022 წლიდან დღემდე სწავლობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამაზე.
მას აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც იურიდიულ სფეროში, ასევე აკადემიური ადმინისტრირებისა და სწავლების მიმართულებით. 2016-2017 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში, 2017-2019 წლებში – იურისტად და დირექტორად ორგანიზაცია IRC-ში. 2020-2023 წლებში მუშაობდა იურისტად „ხაჩიძე & გოჩელაშვილის საკონსულტაციო ჯგუფში“.
2023 წლიდან მაგდა ლორთქიფანიძე არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის სტუდენტთან მიღების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მოწვეული ლექტორი. 2024 წლიდან ასევე ასწავლის New-Anglia University-ში.
მისი პროფესიული ინტერესები მოიცავს იურიდიულ განათლებას, აკადემიურ მენეჯმენტსა და სამართლებრივ კონსულტაციას, რაც ხაზს უსვამს მის ერთგულებას სამართლისა და განათლების სფეროს განვითარებისადმი.
(იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი)
თინათინ ბაჯელიძე არის იურიდიულ საკითხებისა და განათლების ადმინისტრირების სპეციალისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება სამართლებრივ კონსულტირებას, რეგულაციების დაცვასა და ადმინისტრაციულ სამართალში.
ფლობს იურიდიულ მეცნიერებათა ბაკალავრის ხარისხს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.
(ბიბლიოთეკარი)
გვანცა კობახიძეს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში, ასევე ტექსტების რედაქტირებაში, გამოცემებსა და ადმინისტრირების სხვადასხვა მიმართულებაში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იგი პარალელურად იკავებს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის პოზიციას შპს „აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში“.
ფლობს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ფილოლოგის — რედაქტორ-გამომცემლისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაციას.
(ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურის მენეჯერი)
ეკატერინე ჯაფარიძე არის სამედიცინო მენეჯმენტისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სპეციალისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ჯანდაცვის ადმინისტრირებაში, ბაზრის კვლევასა და სამედიცინო მომსახურების მართვაში.
ფლობს სამედიცინო მეცნიერებების ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, გაიარა რეზიდენტურა დერმატოვენეროლოგიაში კანისა და ვენერიულ დაავადებათა ინსტიტუტში.
(ბუღალტერი)
გულნაზ გოგილიძე არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური მენეჯმენტის სპეციალისტი. მას აქვს უდიდესი გამოცდილება ფინანსურ მენეჯმენტში, მათ შორის ბუღალტერიაში, ფინანსურ კონსულტაციებში და ბუღალტრული აღრიცხვის ხელმძღვანელობაში. ის სხვადასხვა დაწესებულებაში იკავებდა მთავარი ბუღალტერის პოზიციას, მათ შორის ალადაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ფლობს ბუღალტრული აღრიცხვისა და ეკონომიკის ხარისხს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან.
(მთავარი ბუღალტერი)
ნატა კალანდაძე არის ფინანსებისა და ბუღალტერიის სპეციალისტი, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება ფინანსურ ანგარიშგებაში, საგადასახადო შესაბამისობასა და კორპორაციულ ბუღალტერიაში. მისი გამოცდილებები მოიცავს Single Malt Georgia LTD -ში მთავარი ბუღალტერისა და Global Beverages, Georgia Distribution and Logistics და New Coffee Company-ში მნიშვნელოვან ფინანსურ პოზიციებს. ფლობს IFRS-ის, საგადასახადო რეგულაციების და ფინანსური მენეჯმენტის უნარებს, რაც უზრუნველყოფს ფინანსური ოპერაციების სიზუსტესა და შესაბამისობას.
(საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელი)
სამუშაო გამოცდილება მოიცავს რეპორტინგს, ანალიტიკას, ბიუჯეტირებასა და ბუღალტერიას, რაც ჯამში აღემატება 8 წელს. ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს და ამჟამად აგრძელებს სწავლას თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ფინანსების სამაგისტრო პროგრამაზე.
(უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი)
ჯირი დოსტალი არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის პროფესორი და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას აქვს პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული მედიცინის დოქტორის ხარისხი და New Vision University-ს მიერ მინიჭებული ბიომეცნიერებების დოქტორის ხარისხი.
ის ასწავლის ჩარლზის უნივერსიტეტის მედიცინისა და ფიზიკური მედიცინის ფაკულტეტებზე. პარალელურად, ხელმძღვანელობს სპორტული მედიცინის ცენტრს პრაღაში, რომელიც სპორტსმენების ჯანმრთელობასა და მაღალი შედეგიანობის კვლევებზეა ორიენტირებული.
პროფ. დოსტალი იყო ჩეხეთის ოლიმპიური ნაკრების ექიმი, ხელმძღვანელობდა მაღალი შედეგიანობის პროექტს ჩეხეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის. ის თანამშრომლობს საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციასთან, მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში და აქვეყნებს სტატიებს სპორტული და სამედიცინო თემატიკის წამყვან გამოცემებში.
ის არის ჩეხეთის სპორტული მედიცინის საზოგადოების მმართველი საბჭოს წევრი, ასევე – ამერიკის სპორტული მედიცინის კოლეჯის, ევროპის სპორტის მეცნიერებათა კოლეჯისა და საერთაშორისო სპორტული მედიცინის ფედერაციის წევრი და ჩეხეთის წარმომადგენელი.
(ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი)
ლიკა ხარებავა არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მენეჯერი და პასუხისმგებელია უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების დანერგვასა და გაუმჯობესებაზე. მას აქვს ხარისხის მართვის სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
მისი საქმიანობა მოიცავს როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების დაცვას, ინსტიტუციური ეფექტიანობის ამაღლებასა და უმაღლესი განათლების სფეროში უწყვეტი განვითარების ხელშეწყობას. უნივერსიტეტში მუშაობასთან ერთად, იგი ასევე მუშაობს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტად და არაფორმალური განათლების აღიარების კონსულტანტად.
ლიკა ამჟამად სწავლობს განათლების მეცნიერებების მიმართულებით დოქტორანტურის საფეხურზე. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც მიიღო მაგისტრის ხარისხი განათლების მეცნიერებების, ხოლო ბაკალავრის ხარისხი ინგლისური ფილოლოგიის, მიმართულებით.
(ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი)
დავით ბურჯანაძე არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით გამოცდილი სპეციალისტი, ამჟამად იგი იკავებს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტში. მას გააჩნია ათწლეულზე მეტი გამოცდილება აკადემიური ხარისხის უზრუნველყოფაში, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების მიმართულებით, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს უნივერსიტეტის განვითარების პროცესში.
მანამდე, დავითი მუშაობდა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (NCEQE), სადაც იკავებდა მთავარი სპეციალისტისა და სტუდენტ ექსპერტის პოზიციებს. ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ ინიციატივებში და კონსულტაციას უწევდა უნივერსიტეტებს რეგულაციებთან შესაბამისობის საკითხებში. ასევე, ხელმძღვანელობდა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს საერთაშორისო უნივერსიტეტში, რამაც მნიშვნელოვნად გაამდიდრა მისი გამოცდილება საერთაშორისო აკადემიური მმართველობის კუთხით.
დავით ბურჯანაძე არჩეულია მალტის უმაღლესი განათლების სააგენტოს (MFHEA) ექსპერტად, სადაც აქტიურად მონაწილეობს ევროპული ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებში.
მას აქვს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან და ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი New Vision University-დან. დავითის აკადემიური გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო პროგრამებს მასარიკის უნივერსიტეტში (ჩეხეთი), ALBA-ს ბიზნესის სკოლაში (საბერძნეთი) და ტურიბას უნივერსიტეტში (ლატვია). ამჟამად ის სწავლობს კავკასიის უნივერსიტეტის მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე.
დაიბადა 1968 წელს. 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის ი.მ. სეჩენოვის სახელობის პირველი სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი; 1993 წელს თბილისის სამედიცინო აკადემია, სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობა – ექიმი; 2002 საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ალ.ნათიშვილის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტი, ასპირანტურა, მედიცინის დოქტორი; 2007 აკაკი წერეწთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრატურა, კვალიფიკაცია – ბიზნესის მართვის მაგისტრი. აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ასევე გახლავთ არაერთი პროექტისა და ორგანიზაციის მონაწილე.
დაიბადა 1959 წელს. დამთავრებული აქვს ქ. მოსკოვის მ. ლომონოსივის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. 1989 წელს მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორი აკადემიური ხარისხი ბიოლოგიაში. მრავალი წლის განმავლობაში ჯერ ეკავა უმცროსი ლაბორანტის, შემდეგ უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის პოზიცია ი.ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო ამჟამად გახლავთ ამავე ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი. ასევე, გააჩნია სწავლების გამოცდილება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ამის პარალელურად, გამოქვეყნებული აქვს უამრავი სამეცნიერო ნასრომი სხვადასხვა უცხოურ და ადგილობრივ გამოცემებში.
(ბიბლიოთეკის მენეჯერი)
2006 წელს დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და კულტურის კვლევების ფაკულტეტი,
ბიბლიოთეკათმცოდნისა და ბიბლიოგრაფის კვალიფიკაციით, უცხო ენის
სპეციალიზაციით. აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება ბიბლიოთეკარისა და ბიბლიოთეკის მენეჯერის პოზიციებზე.
მზია არის საბიბლიოთეკო საქმის ექსპერტი, რომლის პროფესიული კომპეტენცია
მოიცავს ბიბლიოთეკის ორგანიზებას, შესაბამისი სერვისებით აღჭურვას, მათ შორის თანამედროვე საინფორმაციო ბაზების ინტეგრაციასა და გამოყენებას.
(ადამიანური რესურსების მართვისა და საქმის წარმოების სამსახურის ხელმძღვანელი)
2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მიენიჭა გერმანული ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.
2014 წელს მიენიჭა პოლიტიკური მეცნიერებების მაგისტრის აკადემიური ხარისხი; აქვს საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, სხვადასხვა დროს მუშაობდა ჰუმანიტარული, სამართლისა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მენეჯერის თანამდებობაზე, როგორც საერთაშორისო ისე ქართულენოვანი პროგრამების მიმართულებით. ამჟამად იკავებს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას.
(ვიცე-პრეზიდენტი ადმინისტრაციული და ფინანსური მიმართულებით)
2007 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2010 წელს კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლა; ხოლო შემდგომ გაიარა დოქტორანტურა სამოქალაქო სამართლის მიმართულებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. აქვს როგორც იურიდიულ და საგანმანათლებლო, ისე პროექტების მართვის მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
(საფინანსო და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი)
2011 წელს დაამთავრა კავკასიის უნივერიტეტის კავკასიის ბიზნეს სკოლა, ფინანსების სპეციალობით. აქვს ფინანსური მენეჯმენტის კუთხით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება: ფინანსური მენეჯერი, Meidan Group LTD; ფინანსური განყოფილების უფროსი, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ასევე გახლავთ არაერთი პროექტისა და ტრენინგის მონაწილე.
(ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი)
აქვს ტექნიკური ინჟინერიის, მენეჯმენტისა და პედაგოგიური მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება:
(ასოცირებული პროფესორი)
განათლება 1988-1992 – ბიოლოგია, ბაკალავრიატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1992-1993 – ადამიანის და ცხოველის ფიზიოლოგია, მაგისტრატურა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2010-PhD, ნეირომეცნიერება, ბერიტაშვილი სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლების გამოცდილება: 2012-დღემდე, ქართული უნივერსიტეტი, ადამიანის ფიზიოლოგია 2012-2015- ასისტენტ პროფესორი, New Vision University, ლექციებისა და სემინარების ჩატარება საერთაშორისო სტუდენტებისთვის ნეიროფიზიოლოგიაში. კლინიკური გამოცდილება: 2003-2014- კონსულტანტი ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში. 2000-დღემდე- ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი. პუბლიკაციები: 25 სტატია, 43 აბსტრაქტი (High impact Thompson citation)
(ასოცირებული პროფესორი)
(კლინიკური ტრენინგების და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი)
(კვლევების განვითარების სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი )
(პროფესორი, კლინიკური პრაქტიკების ხელმძღვანელი)
(პროფესორი)
(მედიცინის სკოლის ვიცე-დეკანი)
2013 წელს დაამთავრა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, კონცენტრაცია- მედიცინის დოქტორი. 2021 წელს დაამთავრა ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტი, კონცენტრაცია-მედიცინა. აქვს როგორც სამედიცინო, ისე საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის ადმინისტრაციული მიმართულებით:
(ვიცე-პრეზიდენტი მედიცინისა და ჯანდაცვის მიმართულებით, ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმღვანელი)
პროფ. ხათუნა საგანელიძე, მედიცინის დოქტორი (MD, PhD) – აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე. მისი ექსპერტიზა მოიცავს სასწავლო გეგმების განვითარებას, აკადემიურ ლიდერობასა და უმაღლესი განათლების პროგრამების შეფასებას.
პროფ. საგანელიძე არის მედიცინის პედაგოგი, მკვლევარი და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის საერთაშორისო ექსპერტი. იგი არის მალტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი და აკრედიტაციის სააგენტოების ექსპერტი საქართველოში, ლატვიასა და ყაზახეთში (IAAR). წარსულში იკავებდა New Vision Univeristy-ის სამედიცინო სკოლის დეკანისა და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლების დირექტორის პოზიციებს. აკადემიური განვითარების ხელშეწყობისთვის მას მიენიჭა წოდება – „უმაღლესი განათლების საუკეთესო ექსპერტი“.
პროფ. საგანელიძეს მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და პროფესიული ტრენინგი გაიარა გერმანიაში, კიოლნის საუნივერსიტეტო კლინიკაში.
ის აქტიური მკვლევარია, ავტორია მრავალი პუბლიკაციის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში და რეცენზენტის სტატუსით თანამშრომლობს მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციასთან (WFME) და AMEE-სთან. პროფ. საგანელიძე ასევე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კვლევით პროექტებში და ხელმძღვანელობს ჩეხეთის გამოყენებითი კვლევებისა და განათლების ცენტრის ინიციატივებს.
მას უხელმძღვანილია 10-ზე მეტი დოქტორანტისთვის მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით.
(პროფესორი, პროგრამის ხელმღვანელი)
(მედიცინის სკოლის დეკანი)
დოქტორი ნინო შარაშენიძე 2018 წლიდან აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანია. კლინიკური პრაქტიკისა და აკადემიური ხელმძღვანელობის მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მომავალი მედიკოსების თაობების ფორმირებაში.
2012 წლიდან დოქტორი შარაშენიძე ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას იკავებს, სადაც აქტიურად მონაწილეობს, როგორც პაციენტებზე ზრუნვის, ისე სამედიცინო ადმინისტრირების პროცესში.
კლინიკურ საქმიანობასთან ერთად, იგი აქტიურადაა ჩართული სამედიცინო საგანმანათლებლო სფეროში. 2010 წლიდან მოწვეული ლექტორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო 2016 წლიდან — საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც საკუთარ გამოცდილებას მომავალ ექიმებს უზიარებს.
(ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების მიმართულებით)
ავთანდილ გაგნიძე არის აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბიზნესის და ტექნოლოგიების მიმართულებით. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მას აქვს 40 წელზე მეტი პედაგოგიურ-საგანმანათლებლო საქმიანობის გამოცდილება. არის 100-ზე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, ათეულობით სემინარის, სამეცნიერო კონფერენციისა და კვლევის მონაწილე და ორგანიზატორი. მისი ნაშრომები არის გამოქვეყნებული Scopus და WEB of Science ინდექსირებად ჟურნალებში. ნაშრომების თემატიკა ფართოა და მოიცავს მათმატიკას, ოპტიმალურ მართვას, სტატისტიკას, ფინანსებს, მენეჯმენტს, კრიპტოგრაფიას, კიბერუსაფრთხოებას და ხელოვნურ ინტელექტს. აქვს წლების განმავლობაში მრავალ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში მონაწილეობის და ხელმძღვანელობის გამოცდილება. არის რამდენიმე საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის -სარედაქციო საბჭოს წევრი და რევიუერი.
(საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)
2011 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი – ამერიკისმცოდნეობა / საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR). 2013 წელს დაამთავრა ასევე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი, მაგისტრის ხარიხი აშშ-ს საგარეო ურთიერთობებში. 2021 წელს დაამთავრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სადოქტორო პროგრამა და მიენიჭა აკადემიური ხარისხი – ამერიკისმცოდნეობის დოქტორი. 2011 წლიდან დღემდე მუშაობს საგანმანათლებლო და ადმინისტრაციულ სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით.
(რექტორი, საბჭოს თავმჯდომარე)
(პრეზიდენტი)
გიორგი ხუროძე არის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილების მქონე სამართლისა და ბიზნესის სფეროს პროფესიონალი. ამჟამად ის არის აღმოსავლეთ-დასავლეთის უნივერსიტეტის (East-West University) პრეზიდენტი (CEO) სადაც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის სტრატეგიულ ხედვას, მმართველობასა და აკადემიურ განვითარებას.
აკადემიურ სექტორში გადასვლამდე, გიორგი იყო Deloitte Legal-ის ხელმძღვანელი საქართველოში, სადაც ის კონსულტაციას უწევდა კომპანიების შერწყმებს, შესყიდვებსა და საერთაშორისო ტრანზაქციებს. მის კარიერაში შედის ასევე წამყვანი იურიდიული პოზიციები JSC Partnership Fund-სა და Geocell LLC-ში (TeliaSonera Group), სადაც ის სპეციალიზირდა კორპორატიულ მმართველობაში, რეგულაციურ საკითხებსა და ფინანსურ სტრუქტურირებაში.
იგი ფლობს სამართლისა და ბიზნესის მაგისტრის ხარისხს Bucerius Law School-იდან და WHU-Otto Beisheim School of Management-იდან (გერმანია), ასევე სამართლის ბაკალავრის ხარისხს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ის სწავლობდა კანადაში Saint Mary’s University-ში. გიორგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.