2024 წლის 17 ოქტომბრიდან „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს  ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვან პროგრამაზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა სპეციალისტს, ვისაც აქვს შესაბამისი აკადემიური ხარისხი.

პოზიციები:

  1. პროფესორი – 1 საშტატო ერთეული
  2. ასოცირებული პროფესორი – 8 საშტატო ერთეული
  3. ასისტენტ-პროფესორი – 4 საშტატო ერთეული

მოთხოვნები:

  • უნდა ჰქონდეს შესაბამისი აკადემიური ხარისხი (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული).
  • კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სამეცნიერო და პედაგოგიური გამოცდილება.
  • ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების გამოცდილება.

დოკუმენტაციის წარდგენა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატებმა ელექტრონულად ან მატერიალურად უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული ანკეტა (შევსებული)
  2. პირადობის მოწმობის ასლი
  3. ოთხი ფოტოსურათი 3X4
  4. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი
  5. შესაბამისი სამეცნიერო ან დოქტორის ხარისხის დამადასტურებელი საბუთების ასლი
  6. ერთი სამეცნიერო ნაშრომი
  7. ერთი სასწავლო კურსის სასწავლო გეგმა (სილაბუსი)
  8. ცნობა სამეცნიერო პედაგოგიური გამოცდილების შესახებ
  9.  ლექციების ინგლისურ ენაზე წაკითხვის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი

შერჩევის პროცესში:

  • დოკუმენტაციის შესწავლა
  • პირველადი შეფასება
  • გასაუბრება

განაცხადების მიღება:

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: info@eastwest.edu.ge.

გამოგზავნის ბოლო ვადა 22 ნოემბერი.

დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიმართონ „აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის“ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურს, მისამართზე: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა #9.

კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2024 წლის 29 ნოემბერს.