2022 წლის 3 დეკემბერს, აღმოსავლეთ-დასავლეთ სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლების გამოფენაში, რომელიც ჩატარდა ქალაქ ნიუ-დელიში, ინდოეთი.  გამოფენა მოეწყო საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით და უმასპინძლა 16 ქართულ უნივერსიტეტს.

გამოფენის მთავარი მიზანი იყო წარმოეჩინა საქართველო როგორც განათლების ჰაბი და უნივერსიტეტებს საშუალება მიეცათ პრეზენტაციების სახით წარედგინათ პროგრამები, პრიორიტეტები, შეთავაზებები და ყველა ის შესაძლებლობა რომელსაც სთავაზობენ საქართველოში განათლების მიღების მსურველ კანდიდატებს.

გამოფენა გახსნა ინდოეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბატონმა არჩილ ძულიაშვილმა. მან სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საქართველოში განათლების სექტორის პოტენციალსა და განათლების საერთაშორისო გამოფენის მნიშვნელობაზე საერთაშორისო სტუდენტებისთვის ქართულ უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

აღსანიშნავია, ეს იყო ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს განათლების პირველი გამოფენა, რომელშიც 16 ქართული უნივერსიტეტი ერთობლივად მონაწილეობდა.

გამოფენამ წარმატებით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. შესაბამისად, დაიგეგმა გამოფენის ორგანიზება სამომავლოდაც.

On December 3, 2022, East-West University participated in the Georgia Education Fair, which was held in New Delhi, India. The exhibition was organized with the support of the Embassy of Georgia and was hosted by 16 Georgian universities.

The main goal of the exhibition was to present Georgia as a hub of education and give universities the opportunity to present their programs, priorities, offers and all the opportunities they offer to candidates wishing to receive education in Georgia.

The exhibition was opened by the Extraordinary and Plenipotentiary Ambassador of Georgia to India, Mr. Archil Dzuliashvili. In his speech, he spoke about the potential of the education sector in Georgia and the importance of the international education exhibition in order to increase access to Georgian higher education for international students.

It should be noted that this was the first exhibition of Georgian education outside the country, in which 16 Georgian universities jointly participated.

The exhibition was successful and aroused great interest of the attending public. Accordingly, it was planned to organize the exhibition in the future as well.