აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა ClinNova International-თან თანამშრომლობის ფარგლებში, წარმატებით უმასპინძლა საერთაშორისო ორთოპედიულ სიმპოზიუმს OrthoConvergence 2025: Bridging Advances in Orthopedic Science and Practice — მედიცინის სტუდენტებისთვის ორი დღის განმავლობაში ჩატარდა აქტიური და ინსპირაციული შეხვედრები.
📅 31 მაისი – 1 ივნისი — ორი შთამბეჭდავი დღე, რომელთა განმავლობაშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ წამყვანი სპეციალისტებისათვის, დაესვათ კითხვები, შეეძინათ და განევითარებინათ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და ჩართულიყვნენ რეალურ კლინიკურ მოდელებზე დაფუძნებულ აქტივობებში.
🔬 ღონისძიების მნიშვნელოვანი მიმართულებები მოიცავდა:
▪️ გლობალური ექსპერტების მოხსენებებს — უახლეს მიღწევებზე ორთოპედიასა და ტრავმატოლოგიაში
▪️ პრაქტიკულ ვორქშოპებს — მიკროქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიისა და ორთოპედიული ტექნიკების მიმართულებით
▪️ პოსტერებისა და აბსტრაქტების კონკურსებს, რაც ახალგაზრდა მკვლევრებს აძლევდა საერთაშორისო დონეზე საკუთარი ნაშრომების წარდგენის შანსს
▪️ დისკუსიურ პანელებს, სადაც განხილულ იქნა კარიერული შესაძლებლობები, სამედიცინო ტექნოლოგიების ტენდენციები და მედიცინის მომავალი
▪️ ქსელური ურთიერთობების დამყარებას — ინტერაქცია პროფესორებთან, პრაქტიკოსებთან და თანატოლებთან
🎓 OrthoConvergence 2025 იყო არა მხოლოდ პროფესიული განვითარების პლატფორმა, არამედ ინსპირაციის, მოტივაციისა და ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელოვანი სივრცე.
✨ მადლობა თითოეულ გამომსვლელს, მონაწილესა და ორგანიზატორს — თქვენი ჩართულობით ვქმნით გარემოს, სადაც განათლება, მეცნიერება და პრაქტიკა ერთიანდება!