2023 წლის 28 ივლისს “აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტმა” ინდოეთის საუკეთესო ონლაინ საგანმანათლებლო პლათფორმა “Physics wallah”-ისა და ორგანიზაცია “CEECO international”-ის წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ დაათვალიერეს “EWUNI”ს კამპუსი და ასევე ესტუმრნენ საუნივერისტეტო საავადმყოფოებს: შპს თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტსა და შპს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკას. შეხვედრის მთავარი არსი შესაძლო თანამშრომლობისა და პარტნიორობის განხილვა გახლდათ.