ამჟამად უნივერსიტეტი გთავაზობთ დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას.

დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის  მიზანია კონკურენტუნარიანი და კვალიფიციური კადრების აღზრდა, რათა მათ შეძლონ შემდგომ პროფესიული განვითარება. კურიკულუმის ინტეგრაციული სტრუქტურა მიზნად ისახავს კურსდამთავრებულისთვის მედიცინის საფუძვლის შექმნას, რომ მათ შეძლონ რეზიდენტურაში სწავლის გაგრძელება, პროფესიული მომზადება, პედაგოგიური ან/და კვლევითი მოღვაწეობა და ა.შ. პროგრამა უზრუნველყოფს:

  • შესაბამისობის დაცვას როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო ჯანდაცვის სისტემების მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს შორის.
  • კადრების მომზადებას უახლესი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით, მათი ტექნოლოგიური წინსვლის შესაბამისი თეორიული ცოდნითა და სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისთვის საჭირო საფუძვლებისთ აღჭურვას.

პროგრამა ითვალისწინებს კურსდამთავრებულებში სამედიცინო პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციების გამომუშავებას, რაც თავის მხრივ გულისხმობს დარგის თეორიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების ფლობას, რათა კურსდამთავრებულებს გამოუმუშავდეთ ზოგადი კლინიკური უნარები; კანონით და ჰუმანიზმის პრინციპებით გათვალისწინებული ნორმებით მუშაობის უნარი; პაციენტების პატივისცემა, მათი ინტერესების გათვალისწინების უნარი მიუხედავად მისი სოციალური, კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური კუთვნილებისა, პროფესიული ეთიკის ფარგლებში მუშაობა; ასევე კურსდამთავრებული უნდა ფლობდეს უნარს სამედიცინო ინფორმაციის მოპოვებისა და კრიტიკულად შეფასების, კლინიკური პრობლემების გადასაწყვეტისა და პრაქტიკული საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით.

სწავლის საფასური:

საქართველოს მოქალაქეებისთვის : 4999 ლარი

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის : 5500 აშშ დოლარი