ჩატარდა ტრენინგი თემაზე: როგორ გამოვიყენოთ EBSCO-ს მონაცემთა ბაზა აკადემიური კვლევისთვის ეფექტურა

აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის ორგანიზებით, წარმატებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „როგორ გამოვიყენოთ EBSCO-ს მონაცემთა ბაზა აკადემიური კვლევისთვის ეფექტურად“, რომელიც განკუთვნილი იყო სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა შემდეგ საკითხებზე:

  • EBSCO-ს პლატფორმის სტრუქტურა და ფუნქციონალი
  • როგორ მოვძებნოთ რეცენზირებული სტატიები და აკადემიური ჟურნალი
  • როგორ გამოვიყენოთ ფილტრები, ციტირების ხელსაწყოები და შევინახოთ კვლევის მასალა
  • მოწინავე საძიებო შესაძლებლობები და სერვისები

მონაწილეთა ჩართულობამ და ინტერესმა ტრენინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა. მადლობას ვუხდით ყველას აქტიური მონაწილეობისთვის!