ხარისხის უზრუნველყოფა

აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტში, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას ხელი შევუწყოთ მუდმივი განვითარების კულტურას, სადაც ხარისხი გათვალისწინებულია საუნივერსიტეტო ცხოვრების ყველა ასპექტში. შესაბამისად,  მიზნად ვისახავთ მუდმივად დავაკმაყოფილოთ და გადავაჭარბოთ ჩვენი სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის და საზოგადოების მოლოდინებს.

ხარისხის უზრუნველყოფის მიმართ ჩვენი ვალდებულება ეფუძნება ძირითად ეროვნულ და საერთაშორისო ჩარჩოებთან შესაბამისობას. მათ შორის, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს და ისეთ საერთაშორისო სტანდარტებს, როგორიც არის მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის (WFME) სტანდარტები, ევროპული სტანდარტები (ESG 2015) და სახელმძღვანელო პრინციპები.

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პროცესები ეფუძნება გამჭვირვალობის, დაინტერესებული მხარეების ჩართულობის და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პრინციპებს.  პროცესები სტრუქტურირებულია ისე, რომ იყოს განმეორებითი და დინამიური, რაც უზრუნველყოფს აკადემიური და ინსტიტუციური საქმიანობის ყველა ასპექტის უწყვეტ დახვეწას და გაუმჯობესებას.

აკადემიური სრულყოფილების, ინსტიტუციური ეფექტურობის და უწყვეტი განვითარების უზრუნველყოფაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როგორ  ხარისხის უზრუნველყოფის გარე, ისე შიდა შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებით.

  • შიდა ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხის შიდა შეფასება ჩვენი, როგორც უნივერსიტეტის ერთერთი ძირითადი პასუხისმგებლობაა, მისი ეფექტურად განხორციელების მიზნით ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური რეგულარულად აფასებს საგანმანათლებლო პროგრამებს, სასწავლო პროცესს, კვლევას და სხვადასხვა სერვისებს.  პერიოდულად ახორციელებს სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, თანამშრომლების და გარე დაინტერესებული მხარეების გამოკითხვებს და ანალიზს გადაწყვეტილების მიღების და როგორც აკადემიური, ისე ადმინისტრაციული ფუნქციების გასაუმჯობესებლად, აღნიშნულ მონაცემებზე დაფუძნებული მიდგომა საშუალებას გვაძლევს მივიღოთ დასაბუთებული გადაწყვეტილებები და დროულად ვუპასუხოთ გამოწვევებს.

ხარისხის უზრუნველყოფის ჩარჩო ეფუძნება რამდენიმე ძირითად პრინციპს, რომლებშიც ასახულია ხარისხის, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მიმართ უნივერსიტეტის ვალდებულება. აღნიშნული პრინციპებია:

  • მუდმივი გაუმჯობესება: პროგრამების და სერვისების რეგულარული შეფასების, დახვეწის და გაუმჯობესების ვალდებულება სტუდენტების, აკადემიური პერსონალის და ფართო საზოგადოების ცვალებადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
  • დაინტერესებული მხარეების ჩართულობა: ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის, დამსაქმებლების, კურსდამთავრებულების და გარე უწყებების აქტიური ჩართვა, მრავალფეროვანი პერსპექტივების და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი წვლილის უზრუნველსაყოფად.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება: ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების წარმართვის, გასაუმჯობესებელი სფეროების გამოვლენის, სტრატეგიული ინიციატივების გაცნობის და შემდგომი განხორციელების მიზნით მონაცემების, უკუკავშირის და ემპირიული მტკიცებულებების გამოყენება.
  • ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა: ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ღიაობის, გამჭვირვალობის და ყველა ქმედებასა და შედეგში მკაფიო ანგარიშვალდებულების გათვალისწინების უზრუნველყოფა, რაც ხელს უწყობს უნივერსიტეტის საქმიანობის მიმართ ნდობის და რწმენის ჩამოყალიბებას.
  • ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა: ეროვნული აკრედიტაციის/ავტორიზაციის ორგანოების, როგორიც არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიც არის მსოფლიო სამედიცინო განათლების ფედერაციის სტანდარტებთან და ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან და სახელმძღვანელო პრინციპებთან შესაბამისობა.

ხარისხის უზრუნველყოფის მარეგულირებელი დოკუმენტები:

  • ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, განვითარებისა და გაუქმების წესი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის შედეგების ჩამოყალიბებისა და შეფასების მეთოდოლოგია;

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშები:

 გარე ხარისხის უზრუნველყოფ

გარე შეფასებები ფუნდამენტურ როლს ასრულებენ უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების და ინსტიტუციური საქმიანობის სანდოობის, ხარისხის და უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფაში.  გარე შეფასებები წარმოადგენს მნიშვნელოვან მექანიზმს უნივერსიტეტის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ მისი აკადემიური პროგრამები აკმაყოფილებდეს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, მარეგულირებელი ორგანოების და ფართო საზოგადოების მოლოდინებს.

ავტორიზაცია

უმაღლესი განათლების ავტორიზაცია არის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმი, რომელსაც ახორციელებს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. ავტორიზაციის მიზანია დაწესებულების ინსტიტუციური შეფასება და მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა. ავტორიზაციის პროცესი ხორციელდება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG 2015) მოთხოვნების გათვალისწინებით.

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის 2019 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება N26 საფუძველზე  შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტს 6 წლით მიენიჭა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: ავტორიზაცია

აკრედიტაცია

აკრედიტაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის გარე შეფასების მექანიზმი, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის გზით, ხელს უწყობს დაწესებულებაში სისტემატური თვითშეფასების პროცესის დამკვიდრებას  და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებას. გარე შეფასებას ახორციელებს სსიპ– განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.

სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2022 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილების 936106 საფუძველზე, შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის (ინგლისურენოვანი) ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია კლასტერის ვადით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: აკრედიტაცია

კოლეგიალური შეფასება 

ხარისხის გარე უზრუნველყოფის პროცესები მოიცავს პროგრამის/ინსტიტუციის ფორმალურ შეფასებას გარე ადგილობრივი/საერთაშორისო ექსპერტების მიერ იმ სტანდარტებთან მიმართებით, რომლებიც დასახულია შესაბამისი ეროვნული/საერთაშორისო სააგენტოს მიერ აკადემიური პროგრამების/ინსტიტუციის  სამომავლო განვითარებისათვის.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: MD პროგრამის გარე შეფასება 

აღიარება

ჩვენი უნივერსიტეტი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული წამყვანი სამედიცინო ორგანიზაციების მიერ, რაც უზრუნველყოფს ჩვენს კურსდამთავრებულებს საერთაშორისო დონის კვალიფიკაციით და შესაძლებლობას აძლევეს მათ განაგრძონ სამედიცინო კარიერა მსოფლიო მასშტაბით.

  • მსოფლიოს სამედიცინო სკოლების ცნობარი (WDOMS): ჩვენი სამედიცინო სკოლა შეყვანილია WDOMS-ში, რაც ადასტურებს, რომ იგი შეესაბამება საერთაშორისო სამედიცინო განათლების სტანდარტებს. (იხილეთ სია)
  • ინდოეთის ეროვნული სამედიცინო კომისია (NMC): ჩვენი უნივერსიტეტი აღიარებულია NMC-ის მიერ, რაც კურსდამთავრებულებს საშუალებას აძლევს, იმუშაონ ინდოეთში. (დამატებითი ინფორმაცი)
  • უცხოელი სამედიცინო კურსდამთავრებულების განათლების კომისია (ECFMG): ჩვენი კურსდამთავრებულები აკმაყოფილებენ ECFMG-ის აკრედიტაციის სტანდარტებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, გაიარონ ლიცენზირების პროცესი აშშ-ში. (დამატებითი ინფორმაცია)