აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტი 7 – წლიან სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს ყოვლისმომცველ გზამკვლევს, რომელიც შექმნილია იმისათვის, რომ უხელმძღვანელოს დაწესებულებას აკადემიური წარმატების, ინოვაციის და მდგრადი განვითარების მიმართულებით. აღნიშნული დოკუმენტი ასახავს აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტის ურყევ ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მრავალფეროვან, ინკლუზიურ და პროგრესულ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც ამზადებს სტუდენტებს წარმატების მისაღწევად სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოში.

აღნიშნულ გზაზე, ჩვენ ვაცნობიერებთ უმაღლესი განათლების მომავლის ჩამოყალიბებაში უდიდეს პასუხისმგებლობას და შესაძლებლობას. წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა ეფუძნება ძირითად ღირებულებებს, რომლებიც განსაზღვრავს აღმოსავლეთ – დასავლეთ უნივერსიტეტს: კეთილსინდისიერება, თანამშრომლობა, ინოვაცია და სტუდენტთა წარმატებისთვის თავდადება. აღნიშნული სახელმძღვანელო პრინციპები წარმოადგენს ჩვენი ძალისხმევის საფუძველს, გავუმკლავდეთ დღევანდელ გამოწვევებს და ამავდროულად მოვემზადოთ სამომავლო შესაძლებლობებისთვის.

7 – წლიანი სტრატეგიული გეგმა წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენი მისწრაფებების გეგმას, არამედ პირობას ჩვენი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის სტუდენტების, აკადემიური პერსონალის, თანამშრომლების, კურსდამთავრებულების და ფართო საზოგადოების წინაშე. ყურადღებით დაგეგმვის, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების და ჩვენი მისიისადმი ურყევი ერთგულების გზით, ჩვენ მიზნად ვისახავთ ყველასთვის შევქმნათ უფრო ნათელი და მეტი გავლენის მქონე მომავლი.